რა განასხვავებთ წარმატებულ მეწარმეებს სხვებისგან?

Entrepreneurs, იგივე მეწარმეები ნამდვილად რომ არაორდინალური ადამიანები არიან. საკმაოდ განსხვავებული თვისებები უნდა გაგაჩნდეს ადამიანს რათა შეგეძლოს იდეისგან შემოსავლის გენერირება. თუკი შეძლებთ და გააცნოებიერებთ, თუ რა განასხვავებს წარმატებულ ბიზნესმენს თქვენსგან და შეძლებთ აითვისოთ მათი ქცევები – კარიერაში დიდ ნაბიჯს გადადგამთ. 1. მეწარმეებს სწამთ რომ შეუძლებელი არაფერია სწორედ ეს თვისებაა, რომელიც შეუძლებელს რეალობად აქცევს. მეწარმეებს არ ესმით, თუ რატომ არ ისწრაფიან ჩვეულებრივი ადამინაები საკუთარი ოცნებებისა თუ ჩანაფიქრების ასრულებისაკენ და იდეას მხოლოდ იდეად ტოვებენ. მათ არ იციან რას ნიშნავს სიტყვა „შეუძლებელია“ და საკუთარი მისწრაფებების განხორციელებისათის თავდადებულად შრომობენ. 2. როდესაც ჩვეულებრივი ადამიანი დაბრკოლებას ხედავს, მეწარმე უკვე გამოსავალზე ფიქრობს მეწარმეების ბუნებრივი თვისებაა პრობლემების ძებნის დაწყება სანამ ისინი რეალურად არსებობს, სწორედ რომ მათი საქმეა პრობლემებისაგან წარმატებული პროცესებისა თუ პროდუქტების შექმნა. ნებისმიერი შემხვედრი დაბრკოლება მათ კიდევ უფრო შეუპოვარს ხდის და არ ნებდებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ. 3. მეწარმეები უსაზღვროდ ოპტიმისტები არიან ისინი მუდმივად დარწმუნებულები არიან საკუთარ წარმატებაში და ჭიქას „ნახევრად ცარიელის ნაცვლად, ნახევრად სავსედ“ აღიქვამენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოპტიმიზმი ხშირად სხვაგვარად აღიქმება — ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა, რომელიც მეწარმეებს გააჩნიათ. 4. მათ არ აინტერესებთ ძალაუფლება არ აქვს მნიშვნელობა იყვნენ თუ არა ოდესმე კორპორატიულ ტოპ პოზიციებზე, მუდამ სწამთ რომ საკუთარი თავისთვის თავად უნდა იმუშაონ და მიაღწიონ დასახულ მიზნებს. ისინი ასევე ვერ ეგუებიან სხვის დაქვემდებარებაში მუშაობას, რადგანაც მხოლოდ საკუთარი მოლოდინის გამართლება აღელვებთ და არა სხვისი. 5. ეს ეხება წესებსაც. მეწარმეები მხოლოდ საკუთარ თავს პასუხობენ. მათ არ უყვართ ჩარჩოებში თავის მოქცევა და სხვის მიერ შექმნილი წესებით ცხოვრება. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს რომ ისინი კანონებს არ სცემენ პატივს — რა თქმა უნდა არ არღვევნ. ასეთი ტიპის ადამიანები მაღალ სტანდარტებს უწესებენ საკუთარ თავს და უფრო მეტს მოელიან საკუთარი თავისაგან, ვიდრე სხვები – მათგან. 6. მათთვის შესაძლებლობები უსასრულოა
ნამდვილ გიჟად ჩაგთვლიან თუ ეტყვით რომ ყველაფერი მიღწეულია უკვე ამქვეყნად. ისინი სამყაროს შესაძლებლობების უსასრულო წყაროდ უყუყრებენ. სწორედ ამიტომაა, რომ მუდამ ეძებენ წარმატებას და იღწვიან მისკენ. მათი უმეტესობა სიცოცხლის ბოლომდე ახდენს იდეების გენერირებას და აარსებს ახალ კომპანიებს. წარმატებული მეწარმეების თვისებები მართლაც რომ შთამბეჭდავია, მათი პერსონალური ისტორიების წაკითხვა კი ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას რომ ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც მოტივაციის რეალურ წყაროდ იქცეს.
წყარო: www.tomassite.weebly.com